სტატია იმ კომპანიებისთვისაა, რომლებსაც სურთ ტექნიკური სტაბილურობა, ინფრასტრუქტურის გამართვა, აიტი მომსახურება ან პროფესიონალური აიტი აუთსორსინგი.
თქვენ გაეცნობით ItCraft-ის მომსახურების ტიპებსა და გუნდის გამოცდილებას; გაიგებთ, რატომ ენდობა მათ 200-ზე მეტი ბიზნესის წარმომადგენელი.
თუ გსურთ უსაფრთხო, ოპტიმიზირებული და ბიზნესზე მორგებული აიტი გარემო, ეს სტატია თქვენთვისაა.
IT სერვისების კომპანია, რომელიც იზრუნებს თქვენს სტაბილურობაზე
იცით თუ არა, რომ Statista-სა და Datto-ს კვლევების მიხედვით, თუკი მცირე ბიზნესის საქმიანობა 1 საათის განმავლობაში სისტემური პრობლემის გამო შეიზღუდება, კომპანია საშუალოდ 8 ათას დოლარს დაკარგავს; ხოლო, 60% კომპანიებისა, რომელთაც მაღალი მნიშვნელობის მქონე მონაცემები დაკარგეს, საშუალოდ 6 თვეში წყვეტენ საქმიანობას ბაზარზე.
ეს ციფრები ნათლად აჩვენებს, რომ გამართული IT სისტემის გარეშე, ბიზნესის ფუნქციონირება წარმოუდგენელია.
ამ ფონზე, ItCraft გამოირჩეულად სანდო IT სერვისების პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია ბიზნესებისთვის ტექნოლოგიურ მხარდაჭერაში.
რატომ IT Craft?
- 12+ წლიანი გამოცდილება:
ჩვენი გუნდი 2012 წლიდან ეხმარება კომპანიებს IT სისტემების გამართვაში.
- 200+ წარმატებული თანამშრომლობა:
მცირე და საშუალო ბიზნესის ასობით წარმომადგენელი გვენდობა.
- IT სერვისები ერთ სივრცეში:
სერვერები, ქსელი, მონაცემთა დაცვა, აუთსორსინგი - ჩვენთან ყველაფერია.
- პროფესიონალთა გუნდი:
მაღალკვალიფიციური სპეციალისტები პრობლემებს სწრაფად და ეფექტიანად წყვეტენ.
- 24/7 საათი მომსახურება:
თქვენი ინფრასტრუქტურა მუდმივ მონიტორინგშია, გაუმართაობის შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი.
- უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა:
თქვენი მონაცემები დაცულია როგორც ტექნიკურად, ისე იურიდიულად.
- ინოვაციური მიდგომა:
ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს და ვხდებით თქვენი განვითარების სტრატეგიული პარტნიორი.
ახლა კი უფრო დეტალურად განვიხილავთ ItCraft-ის სერვისები და მათ უპირატესობები.
1. აიტი აუთსორსინგი: თავისუფლება და ტექნიკური სტაბილურობა
აიტი აუთსორსინგი საშუალებას გაძლევთ, კონცენტრირდეთ თქვენს ძირითად საქმიანობაზე, დანარჩენზე კი პროფესიონალები იზრუნებენ. ItCraft-ის აუთსორს მომსახურებაში შედის:
- მოწყობილობების სრული მხარდაჭერა: კომპიუტერები, პრინტერები, სკანერები - თქვენი ოფისის ყველა ტექნიკა მუდმივად ფუნქციონირებს და მუშაობს ოპტიმალურ რეჟიმში. პრობლემის შემთხვევაში კი, ჩვენი გუნდისგან იღებთ სწრაფ რეაგირებას.
- სერვერებისა და ქსელის მონიტორინგი/ ადმინისტრირება: 24/7 ზედამხედველობა თქვენს IT ინფრასტრუქტურაზე. ავტომატური გაფრთხილებები და პრევენციული ღონისძიებები გაუმართაობების თავიდან ასაცილებლად.
- მონაცემთა ბაზებისა და ვებ რესურსების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა: თქვენი ვებსაიტი და მონაცემთა ბაზები მუდმივად ხელმისაწვდომია. რეგულარული backup-ები და მონაცემების უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია.
- ტექნოლოგიური კონსულტაცია და სტრატეგიის ჩამოყალიბება: ჩვენგან იღებთ ექსპერტული რჩევებს IT ინვესტიციების დაგეგმვაში, რომელი ტექნოლოგია შეესაბამება თქვენი ბიზნესის მიზნებს და როგორ უნდა გამოიყენოთ აიტი რესურსები ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად.
- პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირება, განახლება და ოპტიმიზაცია:ყველა პროგრამა და ლიცენზია რეგულარულად განახლდება. Microsoft Office, Windows, ანტივირუსები და სპეციალიზებული პროგრამები ყოველთვის უახლეს ვერსიაზეა.
- უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვა: ანტივირუსები, firewall-ების დაყენება, რათა დაგიცვათ კიბერთავდასხმებისგან.
- თქვენზე მორგებული აიტი გადაწყვეტილებების შექმნა: ჩვენ ვიყენებთ ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ კლიენტთან.
IT Craft-ის აიტი სერვისი უზრუნველყოფს როგორც ტექნიკურ უსაფრთხოებას, ისე სისტემის მოქნილობასა და ხელმისაწვდომობას.
2. ტექნიკური სერვისები: სიზუსტე, სისწრაფე და პროფესიონალიზმი
ჩვენი ტექნიკური სერვისები მოიცავს:
- ლეპტოპისა და კომპიუტერის კომპონენტების შეკეთებას;
- ოპერატიული მეხსიერების და მყარ დისკებთან დაკავშირებულ მომსახურებებს;
- ქსელური პრინტერებისა და სკანერების შეკეთებას;
- დაკაბელებას, პორტების აღდგენასა და ელემენტების ჩანაცვლებას;
- ელექტრონული პლატების შეკეთებას და დიაგნოსტიკას.
შედეგად, მიიღებთ ტექნიკურად გამართულ გარემოს, რომელიც ზრდის პროდუქტიულობას და ამცირებს შეფერხებებს.
3. კომპიუტერული ქსელი და Wi-Fi: ძლიერი ინფრასტრუქტურის საფუძველი
NetMotion-ისა და ZDNet- ის ერთობლივი კვლევის მიხედვით, თანამშრომლები ყოველდღიურად საშუალოდ 21 წუთს კარგავენ ტექნიკური შეფერხებების გამო. შეფერხება უმეტესწილად დაკავშირებულია ქსელისა და კავშირების პრობლემებთან.
ეს ნიშნავს, რომ 50 თანამშრომლის მქონე კომპანიას თვეში დაახლოებით 175 სამუშაო საათი ეკარგება, რაც პირდაპირ აისახება პროდუქტიულობაზე, კლიენტებთან კომუნიკაციასა და ფინანსებზე.
როდესაც ქსელი მუშაობს შეუფერხებლად:
- თანამშრომლები პროდუქტიულები არიან;
- მომხმარებლები კმაყოფილები რჩებიან;
- თქვენი ბიზნესი თავისუფლად ვითარდება.
IT Craft-ის აიტი სერვისები სწორედ ამ მიზანს ემსახურება, შექმნას ინფრასტრუქტურა, რომელიც მუშაობს თქვენი განვითარებისთვის.
ქსელური ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სერვისები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ქსელის არქიტექტურის დაგეგმვა;
Wi-Fi დაფარვის და სიჩქარის ოპტიმიზაცია;
კაბელების დაგება;
ქსელური აპარატურის შერჩევა და კონფიგურაცია;
მონიტორინგის სისტემების დანერგვა;
დოკუმენტაციის შედგენა.
IT Craft-ის IT სერვისები დაფუძნებულია სტაბილურობაზე, უსაფრთხოებასა და სწრაფ რეაგირებაზე.
4. IP ტელეფონი: კომუნიკაციის ახალი სტანდარტი
IT Craft გეხმარებათ შექმნათ თანამედროვე და ეფექტური კომუნიკაციის არხი, ამიტომ ჩვენს სერვისებში შედის:
- IP სატელეფონო სადგურის აწყობა სერვერზე ან ღრუბელში;
- მოწყობილობების შერჩევა და კონფიგურაცია;
- ქოლ-ცენტრის პროფესიონალური სისტემების დანერგვა.
IP ტელეფონია ამცირებს ხარჯებს და ზრდის მომხმარებელთან ურთიერთობის ეფექტიანობას.
5. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები: უსაფრთხოება - პირველ რიგში!
IT Craft-ის აიტი მომსახურება უზრუნველყოფს ობიექტის მუდმივ მონიტორინგსა და კონტროლს, ამიტომ გთავაზობთ სანდო ვიდეოთვალთვალის სისტემას თქვენი ოფისის ან ობიექტის დასაცავად, რაც მოიცავს შემდეგ საფეხურებს:
- კამერების განლაგება და ტექნიკის შერჩევა;
- ჩანაწერის ხანგრძლივობის სტრატეგია;
- ინფრასტრუქტურის დიზაინი;
- მონტაჟი და დაკაბელება;
- პროგრამული გამართვა და წვდომის კონტროლი.
6. სერვერები და სთორიჯები თქვენი მონაცემებისთვის
თქვენი მონაცემები უნდა შეინახოთ და დაამუშაოთ პროფესიონალურად, სწორედ ამიტომ ჩვენს სერვისებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისეთ მომსახურებებს, როგორებიცაა:
- სერვერების შერჩევა და დაპროექტება;
- საიმედო სთორიჯების კონფიგურაცია;
- SAN ინფრასტრუქტურის შექმნა;
- ოპერაციული და მონაცემთა ბაზის სისტემების ინსტალაცია.
ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ IT ინფრასტრუქტურის შემუშავებაში, რომელიც იზრდება თქვენს ბიზნესთან ერთად.
სანდო IT მომსახურება თბილისში:
თუკი თბილისში კომპეტენტურ და პროფესიონალურ IT მომსახურებას ეძებთ, რომელიც კომპანიის ტექნიკურ სტაბილურობაზე იზრუნებს, ItCraft საუკეთესო არჩევანია.
დაგვიკავშირდით დღესვე და აღმოაჩინე სერვისების ძალა, რომელიც ზრდის ბიზნესს!
მისამართი:ინგოროყვას N19, თბილისი, საქართველო
ტელეფონი:032 218 18 09
ელ-ფოსტა:info@itcraft.ge